LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ბარები და რესტორნები დაიხურა

149
120385153-357509045662599-3628264326535172030-n

საფრანგეთის საპორტო ქალაქ, მარსელში და პროვანსის რეგიონის ახლომდებარე უბნებში კვირას ღამით, COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბარები და რესტორნები დაიხურა.

პროვანსი-ალპები-კოტ-დ-ლაზურის რეგიონის (რომელიც მარსელს მოიცავს) პრეზიდენტმა რენო მუზელიერმა განაცხადა, რომ ცვლილებები ორი კვირის განმავლობაში დარჩება ძალაში.

საფრანგეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ 11 ქალაქში ღონისძიებები გააძლიერა.

შეზღუდვებს გარკვეული წინააღმდეგობები მოჰყვა. პარასკევს, მარსელის სასამართლოს წინ საპროტესტო აქციაც გაიმართა.
პარიზში, რესტორნების, ბარისა და ღამის კლუბების მფლობელები, ასევე სასტუმროებისა და კვების სექტორების წარმომადგენლები სახელმძღვანელო მითითებების გამკაცრების წინააღმდეგ შეიკრიბნენ.

კვირას საფრანგეთის ერთ-ერთმა წამყვანმა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანას, COVID-19 ტალღის დაფიქსირება შეეძლო. მან დასძინა, რომ ”მეორე ტალღა ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე გვეგონა”. ამიტომ, ყველა ზომა არის საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოება დავიცვათ.

საფრანგეთში 23 სექტემბერს 16 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა და ინტენსიური თერაპიის საწოლების 10 პროცენტზე მეტი ახლა COVID-19 პაციენტებს უკავიათ.

ქვეყანამ ვირუსით გამოწვეული 31 511 სიკვდილიანობა დააფიქსირა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები