LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი მოხუცებისა და შშმ პირების მასობრივ ტესტირებას იწყებს

92
EU7CjSxWoAImNt4

საფრანგეთის ხელისუფლებამ ფრანგებს მოუწოდა, კარანტინში ყოფნის წესები მკაცრად დაიცვან და კორონავირუსთან ბრძოლა არ შეწყვიტონ.  მიზეზი შემაშფოთებელია. ორშაბათს ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 833-მდე გაიზარდა.

პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა მასშტაბური ტესტირებების დაწყება დაანონსა.

მისი თქმით, ტესტირება პირველ რიგში ჩაუტარდებათ მოხუცებსა და შშმ პირებს და ასევე მათ, ვინც მათზე ზრუნავს.

„ახალი მიდგომის პრინციპია – ტესტირება ჩაუტარდეს მოხუცებულთა სახლში მცხოვრებ ყველა ასაკოვანს და მათ მომვლელს, როგორც კი ვირუსი ერთ მათგანს მაინც დაუდასტურდება“, – განმარტა მინისტრმა.

ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიხვმა 9 ათასს გადააჭარბა.

შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი ფრანგებს დაემუქრა კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში ზომებს გაამკაცრებს, მაგალითად, აკრძალავს სუფთა ჰაერზე სპორტით დაკავებას. გასულ უქმეებზე ხელისუფლებამ მოახერხა და ხელი შეუშალა მასობრივ მიმოსვლას იმ რეგიონებში, სადაც უკვე დაიწყო სააღდგომო არდადეგები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები