LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელი სრული ლოქდაუნი საფრანგეთში – ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაშია

102
საფრანგეთი

საფრანგეთში, რთული ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში საყოველთაო „ლოქდაუნის“ კიდევ ერთხელ დაწესება გახდება საჭირო.

ქვეყნის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, ჟან-ფრანსუა დელფრეისის თქმით, საფრანგეთში, ვირუსის გავრცელების კუთხით, საგანგებო ვითარებაა და გასული კვირა გასაკუთრებით კრიტიკული იყო.

კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების შეჩერების მიზნით ჟან-ფრანსუა დელფრეისი საფრანგეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინფიცირების შემთხვევების 7-9%-ი ახალ, ე.წ. „ბრიტანულ ვარიანტთანაა“ დაკავშირებული.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში გასული შაბათ-კვირიდან ე.წ. „კომენდანტის საათი“ მოქმედებს და მოქალაქეებს 18:00 საათიდან გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალია და გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა, საშუალოდ, 20 000-ს შეადგენს.

საფრანგეთის მთავრობა ოთხშაბათს შეხვედრას გამართავს, სადაც შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე იმსჯელებენ