საფრანეგთის ხელისუფლებამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მოდელად მუშაობა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ სამედიცინო მოთხოვნებს აკმაყოფილებთ და სხეულის მისაღები წონა გაქვთ.
ამ გზით, ყველა მოდელი, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობს, ვალდებული იქნება წარადგინოს საბუთი სხეულის მასის ინდექსის შესახებ და რომ მათ ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემა არ აქვთ. აღნიშნულ საბუთს კი 2 წლიანი ვადა ექნება.
დამქირავებელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 6 თვის ციხეში გატარება და 75 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.