LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ხანდაზმულებს უკვე შეუძლიათ მოხუცთა სახლში შინაური ცხოველებით გადავიდნენ

103
petsnursinghome4

საფრანგეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც მოხუცთა სახლებში ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების წაყვანის საშუალებას იძლევა. ახალი წესების მიზანია ხანდაზმულებს შეუმსუბუქოს უჩვეულო გარემოში ცხოვრება და გააუმჯობესოს მათი ემოციური თუ ფიზიკური მდგომარეობა. ამის შესახებ Falcozen წერს.

რიგი კვლევები აჩვენებს, რომ შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრება ამცირებს სტრესს, ხელს უშლის დეპრესიას და ამცირებს არტერიულ წნევას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხუცთა სახლში გადასვლისას ადამიანს თავისი ცხოველი თან ახლდეს – ასე გარემოს შეცვლა გაცილებით ნაკლებად სტრესული ხდება.

ახალი კანონის თანახმად, ხანდაზმულ ბინადრებს შეუძლიათ თან წაიყვანონ შინაური ცხოველები, თუმცა გარკვეული პირობების დაცვით – ისე, რომ დაცული იყოს როგორც ცხოველების კეთილდღეობა, ასევე სხვა მცხოვრებლების და პერსონალის უსაფრთხოება და კომფორტი.

ხანდაზმულებმა თავად უნდა უზრუნველყონ შინაური ცხოველის კვება, მკურნალობა, სეირნობა და ჰიგიენა. ასევე, პატრონებმა უნდა გააკონტროლონ ყველა საჭირო ვაქცინა და გარანტირებულად უზრუნველყონ არააგრესიული ქცევა. შესაბამისად, საფრანგეთის კანონმდებლობით საშიშ ჯიშებად მიჩნეული ძაღლები – პიტბული, როტვეილერი და მასტიფი, მოხუცთა სახლებში არ დაიშვებიან.

თავის მხრივ, ასეთი დაწესებულებების სხვა მცხოვრებლებს ვალდებულებად ეკისრებათ პატივისცემით მოეპყრონ ცხოველებს.

ახალი კანონი ხაზს უსვამს ადამიანის და ცხოველის ურთიერთკავშირს, განსაკუთრებით სიბერეში. ის სამართლებრივ დონეზე აღიარებს შინაური ცხოველების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას ხანდაზმულთა მოვლის პროცესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები