LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი: “მახველებს. ექიმისგან მივიღე რჩევა, თუ სუნთქვა გამირთულდა, სასწრაფო გამოვიძახო…”

780
frncpntl

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი დიანა ჭანკოტაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საფრანგეთში უკვე 20000 ადამიანია ავად, 800 კი გარდაიცვალა კორონავირუსისგან, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას მოედო.

დიანა ჭანკოტაძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელიც საფრანგეთში შეიქმნა.

გთავაზობთ სტატუსს:

“საფრანგეთი.?
დღეს ლილის საავადმყოფოში 68 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა, ასევე მძიმედაა რამდენიმე ექთანი… საავადმყოფოებს პირბადების მარაგი ამოეწურათ…
საგანგებო მდგომარეობას ბევრი ადამიანი არ იცავს, რაც საქმეს კიდევ ართულებს.
დღეს ტელევიზიებმა გადმოსცეს, რომ საგანგებო სახლში დარჩენის მდგომარეობა 4 ან 6 კვირით კიდევ გაიზრდება…
ღია რჩება მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები…
მობილიზებულია ოჯახის ექიმთა დიდი არმია, რომლებიც სპეციალურად გასხნილ ობიექტებში სხედან და იღებენ პაციენტებს.
დღის სიუჟეტი ბფმ ტვზე: 12 წლის გოგონა სიცხიანი მიჰყავს მამას ექიმთან, უხსნის, რომ გოგონა ცოტა ხნის წინ ლეიკემიას ებრძოდა და დაამარცხა, რომ ახლა ახველებს და სიცხე აქვს. ექიმი მას უდასტურებს ვირუსის არსებობას, მაგრამ სახლის პირობებში მკურნალობაზე უშვებს…
ადამიანებისთვის ადგილები შეზღუდულია, ათავსებენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს…
დაცული არ არის არავინ…
დღეს საფრანგეთი ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ქვეყნის 70 პროცენტის დაავადება, ვინც გადარჩება გამოიმუშავებს იმუნიტეტს და გაძლიერდება, სუსტები დაიღუპებიან…
მე მახველებს, სიცხე არა მაქვს, მივიღე ვირტუალური რეცეპტები და ასევე ექიმის რჩევა, თუ სუნთქვა გამირთულდა, სასწრაფოში გადავიდე…
მართალი გითხრათ, არ მეშინია, მხიარულად ვატარებ დროს, მთელი ფანტაზიები ჩავრთე ბავშვების გართობაში, რა აღარ გავიხსენე, ვაპირებ ამ საღამოს რკინის ტაშტი ამოვაბრუნო და შემოვძახო ტაში და ტუში, მე დავუკრავ ბავშვები ჩამოუვლიან.
მჯერა რომ უფალი არც მე გამწირავს და არც სხვებს, შევთხოვ სწორედ ამას, ოღონდ სახლიდან გაუსვლელად, დამიჯერეთ, ასეც გამიგონებს… მახარებს ამბავი, რომ ადამიანები გამოჯანმრთელდნენ, რომ ბავშვებს არ მორევია, ( გუშინ ვნახე აქ: სირიელმა ბავშვმა თქვა, მე ღმერთს მოვუყვები ყველაფერსო, ჰოდა მოუყვაო, წერდნენ ადამიანები. მე დავამატებ, რომ იმ ბავშვმა ღმერთს თავისი ტოლების მფარველობა ისე სთხოვა, რომ კორონავირუსი ერთ ბავშვსაც ვერ მოკლავს ვერასოდეს). მჯერა, რომ მალე მზე გამობრწყინდება და ვირუსს მილევს, რომ საქართველოში წავალ და უკან აი, ამ ევროპაში, სადაც ხელისუფლებიდან დაწყებული, ადამიანებს ყველაფერი ბოდიშით და “ცალ ფეხზე ჰკიდიათ”, აღარასდროს დავბრუნდები??
დავსახლდები ჩემს სოფელში, მეყოლება ძროხა, ქათმები, დავთესავ სიმნდსა და ლობიოს, არ ვივლი ქალქაში, ვიმუშავებ სოფლის სკოლაში მასწავლებლად, ასევე სახლის ეზოში მოვაწყობ სკოლას და ვასწავლი სოფლის ბავშვებს უფასოდ ფრანგულს. ვიცხოვრებთ ასე ჯანსაღად მხიარულად…
კორონამ უცებ დაგვილაგა მომავალი???????”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g