LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ე.წ. გამყოფ ხაზთან მშვიდობიანი აქცია გამართეს

90

საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წევრები საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ. მათ ე.წ. გამყოფ ხაზთან მშვიდობიანი აქცია გამართეს, საქართველოს ჰიმნი იმღერეს და სიმბოლურად ცაში საჰაერო ბუშტები გაუშვეს.

საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წევრები ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარსაც ესტუმრნენ და პარიზში მცხოვრებლების მიერ შეგროვილი თანხით შეძენილი ნივთები გადასცეს.

აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების, “ფესვების” ფარგლებში  გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g