LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ქართული ღვინო გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

141
ქართული ღვინო

ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Le Pont Caucasien ორგანიზებით, ქართული ღვინო საფრანგეთის  ღვინისა და გასტრონომიის რამდენიმე პრესტიჟულ ფესტივალზე იყო წარდგენილი.

ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“ ქალაქ მარსელში, „LA FETE des VINS et de la GASTRONOMI“ ქალაქ ტულონში, ხოლო „SALON DU VIN POUR PROFESSIONNELS“ ქალაქ ნიცაში გაიმართა.

კომპანიის Le Pont Caucasien ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ ფესტივალების სტუმრებს რვა ქართული კომპანიის ის ღვინოები გააცნო, რომლებიც საფრანგეთში უკვე იყიდება. 

magti 5g