ნორმანდიაში პირველი ფრენა განახორციელა უპილოტო აპარატმა, რომელიც ლაბორატორიაში ჩაიტანს სამედიცინო ნიმუშებს, აღებულს დიაგნოსტიკური, სამეცნიერო და კვლევითი მიზნებისთვის. სიახლის შესახებ France info წერს.
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ანალიზების ტრანსპორტირებისა და მიღების დრო ორჯერ შემცირდება. როგორც პროექტში მონაწილე ქალაქ ვერნე-სიურ-ავრის საავადმყოფო აცხადებს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საგანგებო შემთხვევებში, როგორებიცაა მიოკარდის ინფარქტი, მწვავე პანკრეატიტი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
ყოველ ფრენას თვალს მიადევნებს ოპერატორი, რათა გაუთვალისწინებელ სიტუაციაში საფრენი აპარატის პარაშუტი გაააქტიუროს.
ამჟამად, დაახლოებით ასი ნიმუში ყოველდღიურად 26-კილომეტრიან მანძილს გადის საავადმყოფოსა და დიაგნოსტიკურ ცენტრს შორის. ინტენსიური საგზაო მოძრაობის დროს ტრანსპორტირებას საშუალოდ ნახევარი საათი სჭირდება. დრონების დახმარებით კი ეს დრო ორჯერ შემცირდება. ისინი 24/7-ზე იმუშავებენ.
გარდა ამისა, ეს პროექტი არის საერთო მიზნის ნაწილი – სამედიცინო ტრანსპორტის ნახშირბადის ემისიების შემცირება.