LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერი მოქმედებს

103

ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზის ნომერი მოქმედებს +33 7 83 31 86 89.

„ასევე, გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ ფლობთ ინფორმაციას დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონე აცხადებს, რომ საელჩოში ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაღუპვის შესახებ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ შესულა.

ტერაქტი ნიცაში წუხელ მოხდა, ხალხის ნაკადში სატვირთო მანქანა შევარდა, შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა.

magti 5g