LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში წყვილს რომელსაც 159 კატა ჰყავდა, შინაური ცხოველების ყოლა აუკრძალეს

124
_133070943_gettyimages-144560139

ფრანგ წყვილს, რომელსაც სახლში 159 კატა და 7 ძაღლი ჰყავდა, ცხოველების ყოლა სასამართლოს ძალით აეკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.

საინტერესოა, რომ წყვილი ნიცაში, სულ რაღაც 80 კვადრატული მეტრის ფართობის ბინაში ცხოვრობს და 166 ცხოველი მათ სწორედ ამ ტერიტორიაზე ჰყავდათ. პოლიციამ ფრანგებს გასულ წელს მიაკითხა. ცხოველები ბინაში ძალიან ცუდ პირობებში იყვნენ, არ ჰქონდათ საკმარისი საჭმელი და სასმელი, ინფიცირებული იყვნენ პარაზიტებით.

მოსამართლემ 68 წლის ქალს და 52 წლის მამაკაცს ცხოველები ჩამოართვა და მათი ყოლა სამომავლოდაც აუკრძალა. ქალმა აღიარა რომ ცხოველები მისი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. ის ცდილობდა ქუჩაში მიტოვებული ოთხფეხები გადაერჩინა, რის შემდეგაც ბინაში სიტუაცია სულ აირ-დაირია.

საინტერესოა, რომ ქალს ფსიქიატრმა „ნოეს სინდრომის“ დიაგნოზი დაუსვა, რაც ცხოველების გადარჩენის ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა, თანაც უკონტროლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები