2023 წლის 1 ივნისიდან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა სავალდებულო გახდა – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ხარისხის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯმენტის სისტემების კონსულტანტმა ქრისტი ჯულაყიძემ ისაუბრა.
2023 წლის 1 ივნისიდან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა ყველა ტიპის სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი ორგანიზაციისთვის სავალდებულო გახდა. ეს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომ მივუახლოვოთ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობას და დავიცვათ მომხმარებლის უფლებები და ჯანმრთელობა.
საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ეს ვალდებულება 2012 აიღო და სახელმწიფო ორგანო, სურსათის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად ახორციელებს ჰასპის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის ზედამხედველობას ადგილობრივ ბაზარზე.
(HACCP), სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემაა, რომელიც ემსახურება სასურსათო პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის პრევენციას და მის აღმოფხვრას.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) აქტუალობა განაპირობა სხვადასხვა ფაქტორებმა, სურსათის უკონტროლო ვაჭრობის ზრდამ, უსაფრთხოების საერთაშორისო რეგულაციებმა, სურსათზე მოთხოვნის ზრდამ, სუსტი იმუნიტეტის მქონე პირთა რაოდენობის ზრდა – მოხუცებულთა და არასრულწლოვანთა დიდი პოპულაციები, ცვლილებები სასურსათო რეგულირების პრაქტიკებში და მოხმარებაში (მაგ: გარეთ ჭამა, სურსათის ფართო არჩევანი, არასეზონური სურსათი), საკვების წარმოებაში გლობალური ტრენდები, გადამუშავება დისტრიბუცია და მომზადება, ცხოველური საკვებიდან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული პათოგენები;
რატომ უნდა დავნერგოთ ეს სისტემა ?
გარდა იმისა, რომ HACCP-ის სისტემის დანერგვა უკვე სავალდებულოა ყველა სასურსათო ობიექტისთვის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა არის საუკეთესო საშუალება, რათა სურსათის მწარმოებლებმა და მიმწოდებლებმა დაიცვას საკუთარი ბიზნესი, წარმოებული პროდუქტი და მათი მომხმარებლები საკვები პროდუქტების მიღებით გამოწვეული დაავადებებისაგან. გარდა ამისა, ჩანაწერები და მტკიცებულებები ბიზნესოპერატორს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი პრობლემის ან გართულების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება გახდეს დავის საგანი მომხმარებლის ან მესამე მხარის მიმართ.
HACCP სისტემა აღიარებულია, როგორც ერთადერთი ყველაზე შედეგიანი გზა, საფრთხეების აღმოსაფხვრელად, შესამცირებლად და გასაკონტროლებლად, სურსათის შეგროვების ან გადამუშავების ნებისმიერ ეტაპზე. მისი წარმატებით შესრულება მოითხოვს ბიზნესოპერატორის მიერ მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებას.
შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი ასპექტები, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი HACCP სისტემის დანერგვა:
მომხმარებელთა დაკმაყოფილება, ხარისხის მოთხოვნები ნებაყოფლობითი სტანდარტები, მარეგულირებლის მოთხოვნები, მორალური ვალდებულებები, ფინანსური ზეგავლენა;
ჰასპის სისტემის მოთხოვნების მიხედვით ორგანიზაციებში სურსათის უვნებლობის საფრთხეების კონტროლი ხდება ჩანაწერების დახმარებით, მაკონტროლებელი პირები ახდენენ ვიზუალურ ან ტექნიკურ კონტროლს , ავსებენ ჟურნალებს რაც საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ამასთანავე სექტორში დასაქმებულთა როტაციის გამო ხშირად ბიზნესს წელიწადში ორჯერაც კი უწევს კონსულტანტის მოწვევა კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად რადგან ბეჭდური ფორმატით შესრულებული ჩანაწერები იკარგება და სისტემის შესახებ ცოდნა არ გადაეცემა.
ფურცელზე დოკუმენტაციის შევსების დრო 3-7საათამდეა, ხარისხის საკონსულტაციო ცენტრში შევქმენით ინოვაციური პროდუქტი, ვებ-აპლიკაცია, რომელიც მორგებულია თანამედროვე გამოწვევებს, ჩვენს პარტნიორებს დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეუძლიათ შეამცირონ 40 წუთამდე, სრულად შეავსონ, გააკონტროლონ და გამართონ თავისი სურსათის უვნებლობის სისტემა და უზრუნველყონ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს პროგრამული დოკუმენტი.
ჩვენი პროგრამის დახმარებით შესაძლებელი გახდა სასურსათო პროდუქტის ეტიკეტის ელექტრონული შემუშავება და კალორიების ავტომატური დათვლა რაც ორგანიზაციებს ეხმარებათ მომხმარებლებს წარუდგინოს წარმოებული სურსათის შესახებ 301 რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ დაჯარიმდნენ შემოწმებისას.