რას მოიცავს მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაცია – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის სპორადული რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა რევაზ თოდუამ ისაუბრა.
როდის დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია?
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულიად უფასოდ არეგისტრირებს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.
რეფორმის დაწყებისას, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 1/3 დაურეგისტრირებელი იყო.
რეფორმა ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. 2023 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიის ინიციატივით განსაზღვრულ 12 არეალზე დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი თბილისში.
სისტემური რეგისტრაცია არის პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით, ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას.
იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეფორმის დაწყებამდე ვერ არეგისტრირებდნენ მიწის ნაკვეთს დოკუმენტაციის არქონის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტების, სამეზობლო დავის,
რა ხდება მაშინ, თუ არის გარკვეული ტიპის დაბრკოლებები, მაგალითად აზომვითი ნახაზის არ ქონის შემთხვევა…
აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის არქონის ან სხვა დაბრკოლების გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ასრულებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა ნაკვეთის რეგისტრაციისთვის და მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ უწევთ.
რა ეტაპებს მოიცავს მიწის სისტემური რეგისტრაცია?
ემიგრაციაში მყოფი პირის მიწის რეგისტრაციისას, საველე სამუშაოების დროს (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვა და საველე ინფორმაციის მოძიება) დაინტერესებული პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მითითება შეუძლია:
მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულად ციფრული პროცესია. თანამედროვე ტექნოლოგია და რეგისტრაციის ელექტრონული პროცესი საამზომველო საქმიანობაში პრაქტიკულად გამორიცხავს მიწის ნაკვეთების გადაფარვასა და ცდომილებას.
პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის სააგენტომ 1000-ამდე მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, შეეძინა ამზომველის პროფესია.
ამ ეტაპზე, სისტემური რეგისტრაციის პროცესში ჩართულია 300-ამდე რეგისტრატორი, 700-ზე მეტი უძრავი ქონების ამგეგმავი, მათ შორის 100-ზე მეტი ქალი ამზომველი.
სააგენტო აზომვით სამუშაოებს უახლესი თაობის ტექნიკით ახორციელებს. ამზომველთა ჯგუფები თანამედროვე გეოდეზიური აპარატურით არიან უზრუნველყოფილები, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს განაპირობებს. საამზომველო სამუშაოებში 232 მაღალი გამავლობის მანქანა, 407 GPS როვერი, პლანშეტი და უახლესი თაობის 9 უპილოტო საფრენი აპარატია ჩართული.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უკვე 1 400 000 მიწის ნაკვეთზე მეტი აიზომა და 1 000 000 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა
დღიურად იზომება და რეგისტრირდება საშუალოდ 3500-4000 მიწის ნაკვეთი.
რეფორმის შედეგად ქვეყანაში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი აღარ იარსებებს, შეიქმნება ერთიანი სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ გაირკვევა კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელების ვინაობა.
სისტემური რეგისტრაციის უპირატესობები:
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის პარალელურად გრძელდება მიწის სპორადული წესით რეგისტრაცია.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე იღებენ შემდეგ მომსახურებებს:
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულმა ამგეგმავებმა