LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საფულეში 1 ლარი მიგდია, ცოდო არ ვარ? თუ რაღაც დამემართა ყველამ პასუხი უნდა აგოს, ჩემი შვილები იმათ შეინახონ“ – გორში აქციაზე გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა

314
ing (2)

გორში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები გარევაჭრობის დახლების აღებას აპროტესტებდნენ, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა.

როგორც შუახნის ქალმა განაცხადა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გარევაჭრობის დახლები აიღეს, ნაცვლად ამისა, გარემოვაჭრეების შეყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე უნდათ, სადაც, მისივე თქმით, არავინ შევა და, შესაბამისად, პროდუქტსაც ვერ გაყიდის:

“ცოდო არ ვარ? მეორადები დამაქვს, რომ 1 ლარი და 50 თეთრი დამრჩეს, აგვყარეს და ზემოთ ბაზრობაზე, თავიანთი ბაზარი რომ არის, უნდათ რომ ხალხი იქ შეიყვანონ, რომ თვითონ გაძღნენ… იქ ვინ მოვა, მამაჩემი თუ დედაჩემი? მე აქ უნდა ვიდგე, თუ რაღაც დამემართა ყველამ პასუხი უნდა აგოს ჩემი სიკვდილისთვის, ჩემი შვილები იმათ შეინახონ, ცოდო არ ვარ? აქ ჩემი მდგომარეობა ყველამ იცის, ახლა რა წავიღო? აი საფულეში ლარი მიგდია, მეტი არ მაქვს საშუალება”, – განაცხადა ქალმა, რომელიც მოგვიანებით შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

შეგახსენებთ, 8 ივლისს, გორის ქუჩებში – გურამიშვილის, ჭავჭავაძისა და ქართლის ქუჩებზე განთავსებული გარევაჭრობის დახლები აიღეს.

როგორც გორის მერიაში განაცხადეს, გარემოვაჭრეები გარეუბანში მდებარე ახალ ბაზარში ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიაში ამბობენ, რომ გარევაჭრობის გამო გადაადგილება შეუძლებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g