LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგაშო წერილი ექიმებს – ბავშვებში იშვიათი სინდრომი გავრცელდა, რომელიც შესაძლოა “კოვიდ 19”-ს უკავშირდებოდეს

913
5ea6bcf14bca637939385e34

“…არის მზარდი შეშფოთება, რომ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ბავშვებში SARS CoV-2-თან (Covid-19) დაკავშირებული ანთებითი სინდრომი ვლინდება. ეს ასევე შეიძლება იყოს სხვა, ამ დრომდე არაიდენტიციფირებული ინფექციური პათოგენი, ასოცირებული ამ შემთხვევებთან”, – ამის შესახებ იმ წერილშია აღნიშნული, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა ექიმებს გაუგზავნა. მათ მედიკოსები გააფრთხილეს, რომ დიდ ბრიტანეთში ბავშვები იშვიათი სინდრომით ავადდებიან, რომელიც შესაძლოა კორონავირუსს უკავშირდებოდეს.

მათი ინფორმაციით, ეს სინდრომი ბავშვებში ისეთი სიმპტომებით ხასიათდება, როგორიცაა ტკივილი მუცელში და ჩივილები კუჭ-ნაწლავსა და გულზე.

ბოლო კვირებში გაიზარდა იმ დაავადებული ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ინტენსიურ განყოფილებებში დასჭირდათ მკურნალობა.

ამ ეტაპზე შემთხვევათა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დაავადებულ ბავშთა საერთო რაოდენობა დიდი არ არის, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურის ხელმძღვანელობამ ექიმებს მისი არსებობის შესახებ საგანგაშო წერილი გაუგზავნა და რეკომენდაციები მისცა.

“ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლონდონსა და დიდი ბრიტანეთის სხვა რეგიონებში შეინიშნება რაოდენობის ზრდა ყველა ასაკის ბავშვებისა მრავალსისტემური ანთებითი მდგომარეობით, რომელიც ინტენსიურ მკურნალობას მოითხოვს”, – წერია წერილში.

სინდრომს ახასიათებს ტოქსიკური შოკის და ატიპური კავასაკის დაავადების მსგავსი სიმპტომები. საყურადღებოა, რომ დაავადებული ადამიანის სისხლის მონაცემები, მძიმე ფორმებით მიმდინარე COVID-19-ის შემთხვევათა მონაცემებს შეესაბამება.

 

 

კავასაკის სინდრომი საკმაოდ სახიფათო და მწვავე დაავადებაა, რომელიც მაღალი სიცხით სისხლძარღვებს აზიანებს.

პედიატრიის და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის პროფესორი აცხადებს, რომ ბავშვების შემთხვევაში  კორონავირუსი დიდი მასშტაბებით არ არის გავრცელებული, თუმცა თუ მშობელი შვილს რაიმე უჩვეულოს შეამჩნევს, სწრაფად უნდა მიმართოს ექიმს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები