საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ორსული გოგო შეეწირა. დაღუპული დადუ კერატიშვილია და ის 5 თვის ფეხმძიმე იყო.
როგორც „ფორტუნას“ მისმა ბავშვობის მეგობარმა, მარი ჭამიაშვილმა უთხრა, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი გოგო, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ავტომობილს დაეჯახნენ.
22 წლის დადუ კერატიშვილი დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე, ლევან მეკოკიშვილი მძიმედ დაშავდა.
„როგორც ვიცი ავარია მოხდა.. ცოლ-ქმარი მანქანაში ისხდნენ, ნორმალურად მიდიოდნენ, ამასობაში სხვა მანქანა დაეჯახათ, რის შედეგადაც ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მისი მეუღლე გადარჩა, მაგრამ დამტვრეულია“. – გვითხრა მარი ჭამიაშვილმა.
