LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე.. სამუდამოდ ცოცხალი ხარ ჩემს გულში“ – საგარეჯოში ავარიის შედეგად გარდაცვლილ 22 წლის გოგოს მეუღლე ემშვიდობება

1656
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 22 წლის დადუ კერატიშვილს მეუღლე ემოციური პოსტით ემშვიდობება.

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ორსული გოგო შეეწირა

დაღუპული 5 თვის ფეხმძიმე იყო. როგორც „ფორტუნას“ მისმა ბავშვობის მეგობარმა, მარი ჭამიაშვილმა უთხრა, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი გოგო, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ავტომობილს დაეჯახნენ.

„წახვედი ჩემო ანგელოზო დღეს სამუდამოდ და დამტოვე მარტო.

ჯერ არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე, ყველაზე სტრესული და დამღლელი დღის მერე შენ იყავი ჩემი წამალი ყველაფრის შენი მზრუნველობით და პოზიტივით.

მჯერა შენც და ჩვენი პატარაც უკეთეს ადგილას იქნებით. ვიცი როგორ ვერ ძლებდი ვერასდროს უჩემოდ და როგორ გიყვარდი.

სამუდამოდ ცოცხალი ხარ ჩემს გულში და ისიც ვიცი არასდროს არ მომცილდები გვერდიდან მომენატრები შეხვედრამდე ჩემო პრინცესა“, – წერს გარდაცვლილის მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g