LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა მინისტრი: „გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა“

260
ილია დარჩიაშვილი

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გადადგა: „არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნეს აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ – მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი“

როგორც ილია დარჩიაშვილი წერს, გოჩა ჯავახიშვილმა საკუთარი განცხადებით სახელმწიფოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეურაცხყოფა მიაყენა:

„მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან – ელჩის რანგში – წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. ჩვენი უწყების თანამშრომლებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს. ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი.

გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან“, – წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან…

Posted by Ilia Darchiashvili / ილია დარჩიაშვილი on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024

ცნობისათვის, გოჩა ჯავახიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 9 მაისს გაავრცელა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიპლომატი ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას უკავშირებს. 

mazda magti 5g