LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაქოში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს

164
Untitled design (7)

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაქოში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.

15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 14-ის მდგომარეობა მძიმეა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შენობის ნანგრევებში მოყოლილთა მოსაძებნად კინოლოგთა ჯგუფებიც ჩართეს.

შემთხვევის ადგილზე 19 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და გაუფრთხილებლობის მუხლებით აღძრა, რამას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე საელჩო მუშაობს

magti 5g