LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე საელჩო მუშაობს

130
Untitled design (6)

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საელჩო, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის დაზუსტებაზე მუშაობს.

„15 იანვარს ქ. ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე,“ – განუცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას.“

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად 35 წლის სერრაჯ იუსიბოვი დაიღუპა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა.

არსებული ცნობით, ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.

შეგახსენებთ, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.

ბაქოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

mazda magti 5g