სულ მცირე 6 დაღუპული და 24 დაშავებული – ასეთია განახლებული ინფორმაცია, რომელიც ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგს ასახავს.
სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ნანგრევებში მოყოლილთა მოსაძებნად კინოლოგთა ჯგუფებიც ჩართეს და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.