LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

73

იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო საქართველოს საელჩო ტოკიოში 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედებს ცხელი ხაზიც : (+81 70) 31805601.

ცხელი ხაზი მოქმედებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტშიც : (+995 32) 294 50 50.

“მოვუწოდებთ იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.

იაპონიაში მიწისძვრა 22 ნოემბერს 05:59 საათზე დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი ფუკუშიმას პრეფექტურა იყო და მისმა სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.