LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო – პრაღაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის

182
BeFunky-collage

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში სროლის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ.

„საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის“, – აცხადებენ სამინისტროში.

პრაღის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პოლიციის ცნობით, არიან დაჭრილები და დაღუპულები.

პრაღაში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g