LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო:”ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან”

142

თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.

უწყების ცნობით, თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 22 საათსა და 15 წუთზე ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინ სროლის ხმა უძღოდა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

პოპულალურები