LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება: „იუნესკოს“ სია არ არის ახალი, ექსპერტიზის პასუხებს გადავუგზავნით“ – რა წერია საბოლოო დასკვნაში, რომელსაც ხელს დამოუკიდებელი ექსპერტი აწერს

299
Untitled design (41)

“იუნესკოს” მიერ მოკლული ჟურნალისტების სიაში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შეყვანას საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუმარტეს, აღნიშნული სია ივლისში გამოქვეყნდა და ორგანიზაცია გამოძიების მასალებს ელოდებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოითხოვა და მიღებისთანავე „იუნესკოს“ გაუგზავნიან.

„იუნესკოს აღნიშნული სია, რომელიც ასახავს მთელს მსოფლიოში მედიასთან დაკავშირებულ ცალკეულ ინციდენტებს, არ არის ახალი. აღნიშნული სია გამოქვეყნდა ივლისში და ლექსო ლაშქარავას გრაფაში მითითებულია ფრაზა “ახალი შემთხვევა”, რაც არის იმის ინდიკაცია, რომ „იუნესკო“ ელოდება ექსპერტიზის მასალებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შსს-დან უკვე გამოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც გადავუგზავნით “იუნესკოს” და შესაბამისად, მოხდება სიის განახლება,” –  განუცხადეს „ფორტუნას“  საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელსაც საგარეო უწყება “იუნესკოს” გადაუგზავნის,  გასული წლის ბოლოს დაიდო და 30 დეკემბრით თარიღდება.

დასკვნა, როგორც მტკიცებულება უკვე დაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს.

სამედიცინო და ქიმიურ – ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის მონაცემებით, სამხარაულის ბიურო, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად, ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინით” ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებულ გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას უთითებს.

„სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქალაქე ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინფექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)“, – აღნიშნულია დასკვნაში.

დასკვნას ხელს, გარდაცვლილის წარმომადგენლების მხრიდან ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც აწერს.

 

ამევე თემაზე:

დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა – კარგად ვიცი, როგორც მოკვდა: ლექსო ლაშქარავას დედა

ღმერთი სამართლიანია – სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება: ინგა გრიგოლია UNESCO-ს მიერ, „მოკლული ჟურნალისტების“ სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანაზე

„UNESCO“-მ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა – სახელისუფლებო გუნდი 5 ივლისის მოვლენების „გაპრავებით“ არის დაკავებული: ნიკა სიმონიშვილი

პაპუაშვილი ლაშქარავაზე: UNESCO საგამოძიებო ორგანო არ არის

 

magti 5g