LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგაზაფხულო ფასდაკლება, საჩუქრად ბეჭედი და Roberto Bravo: რა სიახლეებია დელფოსში?

314

საიუველირო კომპანია ”დელფოსში”, რომელიც რამდენიმე ბრენდს აერთიანებს,
50%-იანი საგაზაფხულო ფასდაკლება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ფასდაკლებით შეიძინოს სოუშიკისა და ასოსის ვერცხლის (Sochic და Assos) კოლექცია, ასევე ბიჟუტერიისა და აქსესუარების შერჩეული კოლექცია.

”გარდა 50%-იანი საგაზაფხულო ფასდაკლებისა, ჩვენს ქსელში კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს, სახელწოდებით ”ერთს პლუს ბეჭედი”. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი, რომელიც შეიძენს სამკაულს ”დელფოსის” ქსელში, საჩუქრად გადაეცემა ბეჭედი. ბეჭდის შერჩევა შეგიძლიათ თავად, შეძენილი ნივთის ღირებულების ფარგლებში”, – აცხადებენ საიუველირო კომპანიაში.

მათივე ცნობით, ”დელფოსს” მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს: ქსელში შემოდის ახალი ბრენდი – რობერტო ბრავო (Roberto Bravo), რომლის პროდუქციაც ”დელფოსის” მაღაზიებში რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „დელფოსის” პროდუქცია ნებისმიერი ასაკისა და შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი. საიუველირო მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის სამკაულების ხაზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g