LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საღამო ქალბატონ სოფიას 90 წლის იუბილეს და მის ბრწყინვალე კარიერას მიეძღვნა, საკონცერტო სეზონი კარლოს დაარსებულმა ორკესტრმა გახსნა“ – სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

193
მარიამ შარმანაშვილი

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი სარძლო მარიამ შარმანაშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, მისი რჩეულის და სოფი ლორენის შესახებ ინფორმაციას გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ექსკლუზივი: როგორ მიიღო სოფი ლორენმა ქართველი რძალი – „კარლომ, მას შემდეგ, რაც ჩემგან თანხმობა მიიღო, მამაჩემს დაურეკა ვიდეოზარით და მას სთხოვა ჩემი ხელი ქართულ ენაზე…“

მარიამი ასევე ხშირად აქვეყნებს კარლო პონტთან და სოფი ლორენთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

ვიდეო: „პატივი მქონდა დავსწრებოდი ამ ღონისძიებას“ – რა კადრებს გვიზიარებს მარიამ შარმანაშვილი

ამჯერად, ისინი დაესწრნენ ლოს-ანჯელესში, სოფი ლორენის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც კარლო პონტის დაარსებულმა ორკესტრმა გახსნა:

„22 ნოემბერს ლოს-ანჯელესში მეათე საკონცერტო სეზონი გრანდიოზულად გახსნა კარლოს დაარსებულმა ორკესტრმა „Los Angeles Virtuosi Orchestra“, იტალიელ ტენორთან, პასკუალე ესპოზიტოსთან კოლაბორაციით, ეს საღამო მიეძღვნა ქალბატონ სოფიას 90 წლის იუბილეს და მის ბრწყინვალე კარიერას, გიზიარებთ კადრებს ამ ულამაზესი საღამოდან“, – წერს მარიამ შარმანაშვილი და „ინსტაგრამზე“ ფოტოებს აქვეყნებს.

„თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ერთად ცხოვრება“ – რამ აღაფრთოვანა სოფი ლორენი | რას გვიყვება მარიამ შარმანაშვილი

„ჩემს გულთან, მარიამ შარმანაშვილთან ერთად“ – კარლო პონტის ფოტო დედასთან, სოფი ლორენთან და ქართველ რჩეულთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g