LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საღამოზე ჩემთან ერთად იქნება ის ხალხი, ვინც ჩემთან ახლოსაა, ვინც ჩემს სიმღერებს მღეროდა“ – 17 მაისს ნუგზარ ერგემლიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

118
Untitled design (9)

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნუგზარ ერგემლიძე სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა დაგეგმილ საიუბილეო საღამოზეც ისაუბრა, რომელიც 17 მაისს „ფილარმონიაში“ გაიმართება.

ბატონო ნუგზარ, ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებით საღამოზე „მშვიდობა თქვენდა“, რომელიც 17 მაისს გაიმართება, როგორი იქნება საღამოს რეპერტუარი, ვინ იქნებიან საღამოზე თქვენთან ერთად და როგორ შეარჩიეთ ღონისძიების სახელწოდება?

ეს ჩემი საკმაოდ ძველი სიმღერის სახელწოდებაა.

საღამოზე ჩემთან ერთად იქნება ის ხალხი, ვინც ჩემთან ახლოსაა, ვინც ჩემს სიმღერებს მღეროდა.  იქნება გოგა მესხიც, რომელსაც ვთხოვე, რომ „ბაკურიანი“ ემღერა.

ზურა კობეშავიძე მღერის ჩემს რამდენიმე სიმღერას, ასევე შესრულდება სიმღერა „ლიანები“, არის კიდევ ერთი ახალი სიმღერა „ჩემი ნახატი“, სცენაზე კობა ბეჟიტაშვილიც შემოვა სიმღერით „თუკი გესიზმრები“, ასევე გამოვა „თეატრალურის კვარტეტიც“. 27-28 სიმღერა იქნება. საფინალოდ ორი სიმღერა გვქონდა „მშვიდობა თქვენდა“ და „ჯორჯია“ და გავაერთიანეთ.

გადავწყვიტე, ახალი ვერსიები არ გამეკეთებინა, არანჟირებები არ შევცვალე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები