LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოვდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი: ვახტანგ გომელაური

138
11111111111111111111

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საპატრულო პოლიციაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება განახლების, გადაიარაღებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები.

როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას  აღნიშნა, 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება.

„უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საპატრულო პოლიციაში მთელი რიგი განახლების, გადაიარაღების და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები.

2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახვეწა და გააუმჯობესა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების მიწოდება; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეიძინა ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა, კერძოდ: გრაფიკულ სამუშაოებზე ადაპტირებული კომპიუტერული მოწყობილობები, ვიდეოკამერები, ალკომეტრები და შესაბამისი სასერვერო უზრუნველყოფა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის პროცესის გაციფრულებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის ამოქმედების მიზნით, შეიქმნა და საპილოტე რეჟიმში დაინერგა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის ელექტრონული ბარათები შემუშავებულია ევროკავშირის კადასის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტრონული პლატფორმა უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების GPS -კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციას.

საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი მომსახურების ცენტრი გორში, ასევე იგეგმება საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრების მოწყობა ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი გაფართოვდება და მოიცავს ქუთაისის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის ისეთ მონაკვეთებს, სადაც ამ დრომდე არ მიმდინარეობდა პატრულირება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g