LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია: „2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო, დემონსტრანტებს დევნიდნენ, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდნენ გაზის კაფსულებს “

114
აქცია

გასულ ღამეს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებულ ძალასა და მეთოდებთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც საია-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს – პარლამენტთან აქცია გრძელდება

„აქციის დაშლისკენ დემონსტრანტებს შსს-მ 21:15 საათისკენ მოუწოდებდა, ხოლო დარბევის ოპერაცია 21:44 წუთიდან დაიწყო.

პარლამენტის წინ აქციის დაშლისთვის შსს-მ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ინტერვიუში (22:13) განაცხადა შემდეგი: „მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება […]“.

➡ შსს ამ შეფასებით ვერ გაამართლებს აქციის მშვიდობიან მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ საყოველთაო ძალის გამოყენებას და შესაბამისად, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.

➡ პარლამენტის წინ შეკრების დაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდებოდა. მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია, საპოლიციო ძალები პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსაფუძვლოდ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ მათ, და იყენებდნენ გაზის კაფსულებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

➡ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით (ტვ პირველის ეთერი, 02:19), რუსთაველის გამზირზე გაზის კაფსულებს შენობის სახურავიდან ისროდნენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ პრაქტიკას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 03:00 საათზე, როდესაც შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დევნა დაიწყო, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, შევჩენკოს ქუჩაზე დროებით განათებები ჩაქრა.

სპეცდანიშნულების რაზმმა ჭანტურიას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა – ტერიტორიაზე კი, სადაც მომიტინგეთა ძირითადი ნაწილი იმყოფება, პერიოდულად იყენებს სპეციალურ საშუალებებს

საია განაგრძობს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას მყისიერად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას“, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო: „შოკში ვარ, ასეთი უმსგავსო, ბრუტალური საქციელი ჩვენ გვახსოვს მხოლოდ 9 აპრილიდან, არ ვიცი რა ხდება, რატომ არ ჩერდება ეს ამბავი – მივმართავ გომელაურის უწყებას…“ – ია ფარულავა

მთავარ სლაიდზე ფოტო: „მთავარი არხი

magti 5g