„უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს.
საია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
„მისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ გაუგონარი იყო. სისტემას შეეძლო, ის გარეთ დაეტოვებინა, მაგრამ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. იმიტომ, რომ ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვს სისტემას“ – გიორგი გახარია მზია ამაღლობელზე
„ეს ჩვეულებრივი შურისძიებაა და ამის მეტს მე საერთოდ აღარ ვაპირებ საუბარს.“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადების თანახმად, ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.
„მზია ამაღლობელმა, საიას თავმჯდომარესთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „მზია შიმშილობს უკვე 16 დღეა. განგაში! ყოველი წუთი და წამი ვიცოდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
საია ასევე მიმართავს:
საქართველოს პროკურატურას – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფოტო: Euronews Georgia