LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიას ინფორმაციით, ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლად „ქართული ოცნების“ დეპუტატი იმყოფება

xabareli-e1543401437129

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სახის დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის, სამგორის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით  „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი მივიდა. მას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის სტატუსი აქვს. საიას ინფორმაციით, ეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.

იურისტთა ასოციაცია მიმართავს ცესკოს, შოთა ხაბარელს გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, ზუგდიდის #84 უბანზე პოლიციელის ყოფნის ფაქტი დაფიქსირდა. შენიშვნის დაწერის შემდეგ, პოლიციის თანამშრომელმა უბანი დატოვა.

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ ხობში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტი გამოვლინდა. ერთ შემთხვევაში თანხა 20 ლარს შეადგენდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თანხის ოდენობა უცნობია.

ცალკეულ უბნებზე დაფიქსირდა საიას დამკვირვებლის ფიზიკური შეურცხყოფის, ამომრჩეველთა კონტროლის, გახსნილი ბიულეტენის კომისიისთვის ჩვენების, კაბინაში ფოტოგადაღების და ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტები.  მარნეულის #48, #13, #11 საარჩევნო უბნებზე კი, საიას ცნობით, მარკირების პროცედურების შემოწმება არ ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g