საირმეში, ხრამში გადავარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული მედეა კვირველია გალის რაიონიდან იყო. ის ადგილობრივების ინფორმაციით, ზუგდიდში გათხოვდა, თუმცა მოგვიანებით საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ.
დამსვენებელი შემაღლებულ ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა
საირმეში დამსვენებელი ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა
მათივე ინფორმაციით, გალიდან გადმოსვლა ჯერჯერობით მხოლოდ დაღუპულის დედამ მოახერხა.
შეგახსენებთ, დღეს კურორტ საირმეში, ზუგიდელი ქალი, ბორცვზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული, ფეხი დაუცდა და 8-10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ის, სავარაუდოდ, თავის ტრავმით, სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.