LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ დაარეგისტრირა

105
ალტ ინფო

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ ახალი პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირა.

პოლიტიკური პარტიის სახელწოდებაა „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება 22 აპრილით არის დათარიღებული.

„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა:

რეგისტრირებულ იქნეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატორები
საქართველოსთვის“;

ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოცემისთანავე“, – წერია რეგისტრაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„ბევრს აღარ სჯეროდა, რომ კონსერვატორები პარტიის რეგისტრაციას მივაღწევდით.

მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამის გაცნობიერება – პოლიტიკურ ბრძოლაში თუ არ ჩერდები და, მიღებული დარტყმების მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებ ბრძოლას, ადრე თუ გვიან მოწინააღმდეგეს აიძულებ, უკან დაიხიოს.

ამ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე და სისუსტე შეიძლება იყოს უიმედობის განცდა, ხელების ჩამოყრა, იმ აზრის გაჩენა, რომ არაფერს აზრი არ აქვს და უნდა შევეშვათ.

ხოლო ყველაზე დიდი ძალაა საკუთარი ბრძოლის სიმართლის განცდა, სიჯიუტე და მოუსვენრობა“, – წერს სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო და პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობის ფოტოს აქვეყნებს.

ბევრს აღარ სჯეროდა, რომ კონსერვატორები პარტიის რეგისტრაციას მივაღწევდით. მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამის გაცნობიერება -…

Posted by Shota Martinenko/შოთა მარტინენკო on ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g