საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ დაარეგისტრირა. ამის მიზეზად კი ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზი სახელდება.
როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ყრილობაზე, რომელიც 10 მარტის გაიმართა, უნდა განხილულიყო 30 დეკემბერს გამართული ყრილობისას დამტკიცებული საკითხები, თუმცა ასე არ მოხდა.
საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, ახალ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს და გამგეობას 30 დღე აქვთ აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად.
შეგახსენებთ, რომ 10 მარტს გამართულ ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.