LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება და საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება – საია სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშსს აქვეყნებს

72
ნიკა სიმონიშვილი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში მოამზადა.

საიას ცნობით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში  1-ლი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს მოიცავს.

ორგანიზაციის დაკვირრვებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა პოლიტიკური დაძაბულობა, თუმცა,  პარტიების აქტიურობა კამპანიის თვალსაზრისით ნაკლებად შეინიშნებოდა.

ანგარიშში რამდენიმე პრობლემური შემთხვევაა ხაზგასმული, საიდანაც ერთი ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებას, ხოლო მეორე – ოპოზიციური აზრისთვის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხება.

„19 აპრილის შეთანხმების შემდგომ, ქვეყანამ და პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ უფრო მეტად კონსენსუსზე დაფუძნებით მოხდებოდა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა, არა 2/3-ით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ანუ მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, არამედ უბრალო უმრავლესობით, რაც არ არის კარგი ფაქტი.

არჩევნების წინა პერიოდში სასესხო ვალდებულებების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, იმდენად, რამდენადაც, კანონის გვერდის ავლით წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინა დღეს მოხდა ამ პროგრამის დამტკიცება,“ – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

 

mazda magti 5g