LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო სექტორში დასაქმებულები 5 ლარად 15 გბ ინტერნეტს ვეღარ იყიდიან

84

შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურეობაზე გამოცხადებული ახალი ტენდერის პირობების მიხედვით, საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანები 15 გბ მობილურ ინტერნეტს 5 ლარად ვეღარ იყიდან.

წინა ტენდერის პირობებით 15 გბ ინტერნეტის პაკეტის შეძენა 4.99 ლარად იყო შესაძლებელი, ახალი  ტენდერით კი ამ ფასად მხოლოდ 5 000 MB ინტერნეტის ყიდვაა შესაძლებელი.

ახალი სატენდერო წინადადებების მიღება გუშინ დაიწყო და 1-ელ მარტს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემსყიდველი ორგანიზაციების დაახლოებით 260 ათასი აბონენტისთვის სატელეფონო მომსახურების GSM, UMTS, LTE სტანდარტით გაწევა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g