რამდენიმე დღის წინ ქეით მიდლტონი მეფე კარლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიხილეთ. ეს იყო უელსის პრინცესას პირველი საჯარო გამოსვლა მას შედეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის.
მის გამოჩენას წინ უძღოდა ემოციური წერილი, სადაც ქეითი წერდა, რომ ის ჯერ კიდევ გამოჯანმრთელებული არ არის და ქიმიოთერაპიის კურსს განაგრძობს.
საჯაროდ ქეითი ძალიან მხნე და ენერგიული ჩანდა, მაგრამ ინსაიდერები წერენ, რომ ეს მხოლოდ ისტორიის ვიზუალური მხარეა.
გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჯარო გამოსვლის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა. ის თავს სუსტად გრძნობს და ახლა ენერგიის აღდგენაზე არის ორიენტირებული. მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამ გამოსვლისთვის და მომენტებში დაღლაც ეტყობოდა, ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ის ბუკინგემის სასახლის აივანზე გასასვლელ კართან ახლოს იდგა, იმ შემთხვევისთვის თუ ცუდად გახდებოდა, აივნიდან მალე გასვლის შესაძლებლობა ჰქონოდა.
გამოცემა წერს, რომ მიდლტონი ახლა მკურნალობის კურსს გადის და ჯერ კიდევ დიდხანს დაბრუნებას არ აპირებს.
სიმსივნესთან მებრძოლი ქეით მიდლტონი დიდი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა