საკარანტინო პერიოდი შესაძლოა 8 დღემდე შემცირდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
„საკარანტინო პერიოდი შემცირდა 14-დან 12 დღემდე. ახლა განიხილება რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ერთ-ერთია 8-დღიანი კარანტინი და შემდეგ ტესტირება. გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით შეიძლება იყოს,”-აღნიშნა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული.
განკურნებულთა რაოდენობა სულ 1302-ს შეადგენს.
სკოლები სწავლის დასაწყებად იმაზე ბევრად უკეთ არიან მომზადებული, ვიდრე ოდესმე – ამირან გამყრელიძე
