Samsung Galaxy Folder 2 გასული წლის სექტემბერში გამოვიდა, თუმცა ამ დრომდე ხელმისაწვდომი ის მხოლოდ ჩინეთში იყო, ამჟამად კი სამშობლოშიც გამოჩნდა.
Samsung-ის ცნობით, ქვეყანაში ტელეფონის როგორც LTE, ისე 3G-ვარიანტები შევა. რაც შეეხება ფერებს, ის შავსა და ბორდოსფერს მოიცავს. რაც შეეხება ფასს, ტელეფონი 260 დოლარი ეღირება.
შეგახსენებთ, რომ Galaxy Folder 2-ს 3,8 დიუიმიანი დისპლეი, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 16 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს, რაც შეეხება კამერებს, ძირითადი 8 მეგაპიქსელიანი, ხოლო წინა, 5 მეგაპიქსელიანია. ტელეფონი ანდროიდის ბაზაზე მუშაობს.
