LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას სწავლობს

178
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ეხმიანება ელენე ხოშტარიას დაკავებასა და პოლიციის განყოფილებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

ომბუდსმენის განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან პირადი შემოწმებისას დაუშვებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება, რადგან ეს პირის ღირსებას ამცირებს. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წესდების მიხედვით, იზოლატორში პირის სრული გაშიშვლება აკრძალულია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ მოპყრობისას.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ 29 მარტს ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა მათი წარმომადგენლის მიღებაზე როგორც იზოლატორში ყოფნისას, ასევე გათავისუფლების შემდეგ.

აპარატი საკუთარ ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შესაბამის უწყებებს მიმართავს შემდგომი რეაგირებისთვის.

“სახალხო დამცველი ეხმიანება ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.

სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს”, – წერია გავრცელებულს განცადებაში.

შეგახსენებთ, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, აცხადებს, რომ დიღმის მთავარ სამმართველოში ის სამართალდამცავებმა სრულიად გააშიშვლეს.

ხოშტარიას თქმით, მანამდე მას რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს: „ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, იქცეოდა აგრესიულად, უარს აცხადებდა შემოწმებაზე – მას თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g