LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ, არ არის არცერთი პარტია, სადაც წარმომიდგენია ან მოვიაზრებ საკუთარ თავს,

68
Capture

არ ვაპირებ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, არ არის არცერთი პარტია, სადაც წარუდგენია ან მოიაზრებს საკუთარ თავს. მისი თქმით, ის აქტიურ მოქალაქედ და უფლება დამცველად დარჩება.

„მაქვს საკმაოდ დაკავებული გრაფიკი ჩემი ვადის ამოწურვამდე. ალბათ, იმის გამოც, რომ ვადა მეწურება და ბევრი საქმეა, ამიტომ მთლიანად კონცენტრირებული ვარ ჩემს სამუშაოზე და გეგმებზე, რაც მინდა, რომ მოვასწრო ვადის ამოწურვამდე.

არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, სადაც წარმომიდგენია ან მოვიაზრებ ჩემ თავს არა თუ უახლოეს მომავალში, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას. ახალგაზრდა ვარ და არ ვიცი, წლების შემდეგ რა იქნება, თუმცა მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ნამდვილად ვაპირებ, დავრჩე აქტიურ მოქალაქედ, უფლებადამცველად და ვიმუშაო საკითხებზე, რაც მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო დეტალურად უფრო მოგვიანებით მეცოდინება მე თვითონაც, სად ვიქნები, რას გავაკეთებ და ამაზე საზოგადოებასაც მივაწვდი ინფორმაციას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g