LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი შს მინისტრს მოუწოდებს, “პრაიდის კვირეულში” დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება უზრუნველყოს

113
ing (3)

სახალხო დამცველი 28 ივნისიდან მიმდინარე პრაიდის კვირეულს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

შსს ვალდებულია, დაიცვას მედია და Tbilisi pride-ის მონაწილეთა უსაფრთხოება – მედიაკოალიცია განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი ხაზს უსვამს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას, როგორც ლგბტ+თემის და მათი მხარდამჭერების მიერ უფლებების სათანადო რეალიზების, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვის მხრივ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს: შესაძლო ძალადობრივი ქმედებების პრევენციის მიზნით, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ძალადობრივი ჯგუფებისგან:

“სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შარშანდელი 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილება და მომდევნო დღეებში სრული ძალისხმევა მიმართოს, რათა დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების ყველა შესაძლო ქმედება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად ღონისძიებების გატარებისთვის კონკრეტული დრო აქვს განსაზღვრული და ამ პერიოდში ადამიანების მიერ თავიანთი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა დამატებით მნიშვნელობას იძენს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასულ წელს, 5 ივლისს ზურაბ მახარაძისა და „ალტ-ინფოს“ სხვა წევრების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა რამდენიმე ლოკაციაზე განახორციელეს ჯგუფური ძალადობა. შედეგად, სხვადასხვა სახისა და ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმა და მედიის წარმომადგენლებმა, ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, დაზიანდა სხვადასხვა პირის კუთვნილი ნივთები და ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ არ დაუწყია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

? შესაძლო ძალადობრივი ქმედებების პრევენციის მიზნით, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ძალადობრივი ჯგუფებისგან;

? უზრუნველყოს „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება. გაწიოს შესაბამისი მუშაობა, „თბილისი პრაიდის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით;

? თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტზე 2022 წლის 6 ივნისს დაწყებული გამოძიება ჩაატაროს ეფექტიანად;

? ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

შსს: მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს Tbilisi Pride-ის უსაფრთხოდ ჩატარება „პრაიდკვირეულის“ მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოვუწოდებთ დაიცვან კანონი

უმნიშვნელოვანესია, ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები დააკავონ – Tbilisi pride შსს-ს პასუხობს

 

პოპულარულები