LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის აპარატი: „საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, 22 პირი, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – 11 მოქალაქეს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში“

128
სახალხო დამცველის აპარატი (1)

„საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებს – 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა, როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, – ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გუშინ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებული და დაზარალებულები მოინახულეს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვლის განმავლობაში, თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს.

მამუკა მდინარაძე: „ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში“

ასევე, რწმუნებულმა კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკოლოზ კოკაია. საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი, მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

აქციაზე დაკავებული 16 წლის ბიჭის დედა: „დაკავებისას სცემეს, მუცელში ისეთი წიხლი დაარტყეს, რომ ვერ ამოისუნთქა, სავარაუდოდ გონებაც დაკარგა… გდდ- ს ხალხმა ყველაფერი წაართვა, ფული, ტელეფონი, პირადი ნივთები“

დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები – გულის გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ.

კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.

დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთი დაკავებულის თქმით, გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდა და ისინი ტროტუარზე დააკავეს.

სახალხო დამცველი: „შემაშფოთებელია მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან  განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები“

სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობისა და სხვა სამართალდარღვევის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და გააგრძელებს შემდგომ მონიტორინგს მიმდინარე სამართალწარმოებაზე“. – ნათქვამია ინფორმაციაში.

საგამოძიებო სამსახური: „დავით აღმაშენებლის ხეივანზე აქციის მონაწილეების მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“

გამოყენებულია რადიო „თავისუფლებისა“ და „პუბლიკის“ ფოტოები

📢 სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვლის განმავლობაში, თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების…

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on Monday 3 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g