LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელფასო დავალიანება და პრობლემები „ელმავალმშენებლში“-რა განცხადებას ავრცელებს ადმინისტრაცია

81
Безымянный-1

„ელმავალმშენებელი“  თანამშრომელთა მიმართ სახელფასო დავალიანებას აღიარებს და მათ პრეტენზიებს კანონიერად და სამართლიანად მიიჩნევს. ადმინისტრაციის ინფორმაციით,

ქარხანაში ნამდვილად რთული სიტუაციაა  ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით.  მათივე ცნობით, ამ დროისთვის, 5 თვის სახელფასო დავალიანებაა, რაც მათ მიერ აღიარებული და დეკლარირებულია, ქარხანა მხოლოდ ფულად სახსრებს ელოდება.

ადმინისტრაციის განმარტებით, დავალიანება გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებმა განაპირობა, რაც ხარჯებს ვერ ფარავდა. გარდა ამისა, კომპანია კიდევ ერთ მიზეზად უცხოურ კონტრაქტორ ორგანიზაციას ასახელებს, რომელსაც `ელმავალმშენებლის~ მიმართ დებიტორული დავალიანება აქვს. „მისგან ველით დღესდღეობით საჭირო თანხის გადმორიცხვას. მარტის თვის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა გადაწყდება“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

 

სახელფასო დავალიანებაზე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხად ადმინისტრაცია ელმავალმშენებელი ქარხნის შემდგომ სამუშაო გეგმებს მიიჩნევს. კომპანიაშ8ი განმარტავენ, რომ უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება 8 ერთეული ახალი წევის ძრავის მშენებლობის შესახებ უზბეკეთისთვის. ამ შეკვეთის საერთო ღირებულება 23 200 000 დოლარია, ხოლო შესრულების ვადა – 2 წელი.  გეგმებს შორისაა:

  1. ხელმოწერილია შემკვეთის მხრიდან ასევე ხელშეკრულება ახალი წევის ძრავებისა და დამხმარე მანქანების მომზადების შესახებ რუსეთის რკინიგზისთვის. ეს შეკვეთა ორ ეტაპიანია და ორ კონტრაქტად ფორმდება. მათგან ერთი – 6 მლნ. აშშ დოლარზე უკვე ხელმოწერილია, ხოლო მეორე – 8 მლნ. აშშ დოლარზე – გაფორმების სტადიაშია;
  2. „ელმავალმშენებელს“ ტრადიციული კონტრაქტორი ჰყავს – უკრაინული კომპანია `მეტინვესტი~. მათ 2019 წლის განმავლობაში სარემონტოდ უნდა გადმოსცეს ქართულ მხარეს 2 წევის აგრეგატი და 1 ახალი კოქსმქრობი ელმავალი. ამ შეკვეთების საერთო ღირებულება 2,5 მლნ. აშშ დოლარს აღემატება
  3. ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ „ელმავალმშენებელს“ თხოვნით მიმართა, გაარემონტონ მათი ელმავლები. ეს დამატებითი შეკვეთაც დაახლოებით 1,6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებისაა;

„გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვადასხვა უცხოური კომპანიებისგან გვაქვს შეკვეთები მარაგნაწილებზე, შეკვეთების საერთო წლიური ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია. ასე რომ ქარხანას დიდი გეგმები აქვს, მზადაა შეუდგეს შეკვეთების შესრულებას და იმუშაოს სრული დატვირთვით, როგორც კი სიტუაცია დარეგულირდება, ხელფასები გაიცემა და თავს დავაღწევთ ფინანსურ კრიზისს“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g