LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ახალ ბაღებს გააშენებს და ფერმერებს ახალ ნერგებს დაუფინანსებს

135
117351452-3303319563058324-3255051889433355376-o

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ დაახლოებით 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი ბაღების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს.

„ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს აღწერა, მაგრამ დაახლოებით ვიცით, შეფასება გვაქვს გაკეთებული რამდენ ათას ჰექტარს ფარავდა სტიქია. სტიქია ფარავდა დაახლოებით 4 000 ჰექტარს, თუმცა ეს არ იყო 100%-იანი დაზიანება. სხვადასხვა პროცენტით იყო დაზიანება მიყენებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება 1000 ჰექტრამდე ახალი ბაღების გაშენება დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნება ფერმერების მაღალი აქტივობა”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

დავითაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ფერმერის კუთვნილ ნაკვეთზე ახალი ბაღი გააშენოს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო, რომელიც დაადასტურებს, რომ „იქ არსებობდა ბაღი, მოხდა სტიქიური მოვლენა, დაზიანდა და ჩანაცვლებას ექვემდებარება“.

 

 

როგორც მინისტრმა დღევანდელ სამთავრობო ბრიფინგზე განმარტა, სახელმწიფო ფერმერებს 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას.

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მრავალწლიანი კულტურების დაფინანსებისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ამოქმედდეს ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების სრულად დაფინანსებას. ბოლო წლებში ვავითარებთ აგროდაზღვევას, რომელიც სტიქიური მოვლენებისგან ჩვენი ფერმერების დაცვის საშუალებას იძლევა. აგროდაზღვევა არის ის სტაბილური მექანიზმი, რომელიც მოსავლის გადარჩენის საშუალებას მოგცემს და კომპენსირებას გაუკეთებს ზარალს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ აგროდაზღვევის მხრიდან გარკვეული მიმართულებები არ არის დაფარული და ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებით, სტიქიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე ფერმერებს მთლიანად უზიანდებათ ბაღები. ფაქტობრივად, ჩვენს ფერმერებს ახლიდან უწევთ გაშენება, ბაღების აღდგენა. ამიტომ, შემოვიტანეთ კომპონენტი, რომელიც ყველა რეგიონში ფერმერებს მისცემს საშუალებას, რომ განაახლონ საკუთარი ბაღები იმ შემთხვევაში, თუ სტიქიური მოვლენები მოხდა. ფაქტობრივად, სახელმწიფო 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას.
ასევე, განსაკუთრებული მოქნილობა ეძლევათ ჩვენს ფერმერებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ესა თუ ის მრავალწლიანი კულტურა სხვა კულტურით ჩაანაცვლონ. მათ საშუალება ეძლევათ, რომ ახალი კულტურის ბაღები გააშენონ. სრულად დაფარავს სახელმწიფო ნერგის ღირებულებას. ეს ეხება როგორც მრავალწლიანი კულტურების ბაღებს, ასევე ვენახებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g