LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს

70

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს, – ამის შესახებ განცხადება გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა, გააკეთა.

მექვაბიშვილის თქმით, 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული.

შემოსავლებით პირველ ადგილზე არის ქართული ოცნება, მეორეზე – „ევროპული საქართველო და მესამეზე – პატრიოტთა ალიანსი. ეს ინფორმაცია დეტალურად არსებობს და ღიაა. მიმდინარეობს შემომწირველების გამოკითხვა, ვადგენთ მათი შემოსავლების წყაროებს. ეს პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 17 პირი გვყავს დაბარებული და დღესაც ხდება გამოკითხვა,“ – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

პირველი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს.

შუალედური ანგარიშის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანობაში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ – 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ – 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ – 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა – 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ – 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში – 92,168.00 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g