LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო გადატრიალება წლების განმავლობაში იგეგმებოდა – გიორგი გახარია

173
გიორგი გახარია4

თქვენ გგონიათ, რომ საბურავების საქმეს მე ან ვინმე ბოლომდე არ მიიყვანს? ეს ის შემთხვევაა, თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, მივიყვანთ ბოლომდე,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეს აქცია იყო ძალადობრივი, რომელმაც მიიღო პარლამენტის შენობაზე შტურმის სახე. ამ შტურმს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივი ელოდებოდა პარლამენტში. ეს სახელმწიფო გადატრიალება წლების განმავლობაში იგეგმებოდა. ის იქნა აღკვეთილი. თქვენ გგონიათ, რომ საბურავების საქმეს მე ან ვინმე ბოლომდე არ მიიყვანს? ეს ის შემთხვევაა, თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, მივიყვანთ ბოლომდე. ეს ის პასუხისმგებლობაა, რის გამოც მე აქ ვარ“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ პოლიტიკოსების დაკავებები დაიწყოს, გახარია აცხადებს, რომ ეს იქნება მტკიცებულებებზე დამოკიდებული.

„გვესმის, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე, გვესმის რომ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც გარკვეული იმიჯი აქვთ, მაგრამ ეს ვერ იქნება ინდულგენცია. თუ ჩვენ ამ მტკიცებულებებს ვერ მოვიპოვებთ, ეს არ იქნება დადასტურებული, რა თქმა უნდა, ეს გახდება კიდევ ერთი საბურავების საქმე. მაშინ ვერ მოაგროვეს შესაბამისი მტკიცებულებები და დარჩა ისე, როგორც დარჩა“,- განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g