LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

210
MES-881- (3)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წელს 4 მილიონი ლარი გამოყო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლის დაფინანსებას მოხმარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, უწყება 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები აბიტურიენტები.

განათლების სამინისტროს განმარტებით, 2013 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების სტატისტიკა მზარდია. 7 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ 471 ათასი სტუდენტი დააფინანსა, წელს კი მათი რიცხვი 1600-ზე მეტი იქნება, რაც ჯამში სახელმწიფომ 7 000-ზე მეტი სტუდენტის განათლებაზე იზრუნა და 15 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

სახელმწიფო ასევე აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ თითოეულ სტუდენტს, სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში, 2250 ლარით დააფინანსებს.

მეორედ მოსვლა: განათლების მინისტრად ისევ ყოფილი მინისტრი დაინიშნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g