საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. ახალი მინისტრის დანიშვნის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
საქართველოს ახალი განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში. 2017-2018 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.
რაც შეეხება მის განათლებას და ხარისხს, მას აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.